воскресенье, 23 апреля 2017 г.

მეცხრე დღე

შევქმენით ბროშურა.მივიღე რეკომენდაციები,შენიშვნები ,რომელთა გათვალისწინებით ჩავასწორე და დავხვეწე ჩემი პროექტის გეგმა.საბოლოოდ გადავავლე თვალი მოსწავლეთა ნამუშევრებს და შეფასების ფორმებს.გავუკეთე რეკომენდაციები,მითითებები ჩემს კოლეგებს.

   ამ ტრენინგის ძალიან კმაყოფილები დავრჩით მე და ჩემი კოლეგები,ვინაიდან ჩვენ ვეცდებით ხშირად გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში,რომ ჩავატაროთ  თანამედროვე
სტრუქტურებზე აგებული საინტერესო გაკვეთილები და მოსწავლეთა სტიმულირება მოვახდინოთ რომ უკეთესად ისწავლონ.

воскресенье, 9 апреля 2017 г.

მერვე დღე

დღეს განვაახლე პროექტის გეგმა და განვიხილეთ განხორციელების სტრატეგიები .შევქმენი დოკუმენტები მენეჯმენტისთვის და გამოვაქვეყნე პორტფოლიო.
კიდევ ერთხელ განვიხილეთ პროექტის შეფასების კრიტერიუმები.ყოველი დღე საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.

суббота, 8 апреля 2017 г.

მეშვიდე დღე

ვიმუშავე პროექტის სასწავლო პროცედურებზე ,გავეცანი დფერენცირებული სწავლების სტრატეგიებს, და ჩემი პროექტისათვის გავთვალე,რჩევები მივეცით მოსწავლეებს როგორც ეფექტური სწავლების უკუკავშირი.

воскресенье, 2 апреля 2017 г.

მეექვსე დღე

დღეს დავიწყე სასწავლო პროცედურების გაწერა და შესაბამისობაში მოყვანა.
ვისწავლე ვიდეოების გადმოწერა.
ძალიან მაინტერესებდა საჭირო ვიდეო მასალების გადმოწერა და მოსწავლეებისათვის ჩვენება.  რომ კარგად გავითავისე ძალიან მიხარია,ვინაიდან ჩემს მოსწავლეებსაც  ვასწავლი.

суббота, 1 апреля 2017 г.

მეხუთე დღე

 დღეს დავასრულე პროექტით შეფასების გეგმა
ვიმუშავე პრეზენტაციის შექმნაზე..
პროექტისთვის შევიმუშვე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
შევისწავლე სლაიდებში ტექსტის რედაქტირება დიზაინის შექმნა და წარდგენა.
პრეზენტაცია ჩავაშენე ბლოგზე.
გავეცანი საავტორო უფლებებს.
გამოქვეყნებული

воскресенье, 26 марта 2017 г.

მეოთხე დღე

დღეს უფრო ღრმად ჩავწვდი  საკვანძო კითხვებს და უფრო დავხვეწე.
გავეცანი შეფასების ხუთ მიზანს.
ვიმსჯელე შეფასების სტრატეგიებზე ,მეთოდენზე.სახეებზე..ინსტრუმენტებზე.

суббота, 25 марта 2017 г.

მესამე დღე

მე დღეს შევისწავლე  და  მომეწონა    მისადაგება პრიექტის ჩასმაზე, დავწერე სწავლის შედეგები,მომწონს საკვანძო კითხვების დასმა

ვფიქეობ უფრო მეტი დრო მჭირდება სწავლისათვის რათა უკეთ შევისწავლო პროექტული სწავლება.
 
ამ პროექტები. სწავლებას გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში.
მომეწონა საგნობრივი სტანდარტის მოძიება და პროექტში ჩასმა.
კარგია ის,რომ უფრო ადვილად დავწერ ყოველდღიურ გეგმას.
 
ვარ დღევანდელი დღით კმაყოფილი.

воскресенье, 19 марта 2017 г.

მეორე დღე

მე გავეცანი პროექტის მახასიათებლებს,სტრუქტურას,პუბლიკაციის სახეებს.შევქმენი ბროშურა დავიწყე პროექტის გეგმის დაწერა და გადავედი ახალ გვერდზე
   
 რაც ვისწავლე დღეს გამოვიყენებ სასწავლო პროცესში
მინდა სიღრმისეულად შევისწავლო პროექტებზე მუშაობა სასწავლო პროცესში

суббота, 18 марта 2017 г.

პირველი დღე

 მე დღეს გავეცანი პროექტებით სწავლებას ტრენინგის სილაბუსს,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და შევქმენი საქაღალდეები და ბლოგი.
   მიღებული უნარ-ჩვევები ჩემთვის იყო საინტერესო,დროული და აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში.რაც დამეხმარება მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებაში.მათ დაინტერესებაში და აქტიურად მართვაში კვლევით პროექტებში.მაღალი სააზროვნო უნარების და კრეატიულობის განვითარებაში.